ევროკომისიის პრეზიდენტი - ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად
ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა რიგ რეფორმებზე მუშაობს - “დამოუკიდებელი სასამართლო სისტემიდან კორუფციასთან ბრძოლამდე, უმცირესობების უფლებებიდან მედიის თავისუფლებამდე”.
„უნდა ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად. ისინი საკუთარ ქვეყანას იცავენ და რეფორმებს ახორციელებენ“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.