გუბერნატორი - რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაიღუპა ორი ბავშვი
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაიღუპა 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო „ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს.
„რუსებმა დღეს დონეცკის ოლქში ორი ბავშვი მოკლეს - ტორეცკის თემის სოფელ დრუჟბაში.
შუადღის დაახლოებით სამ საათზე "რაშისტებმა" სოფელი არტილერიით დაბომბეს - ერთ-ერთი ჭურვი ეზოში მოხვდა, სადაც ბავშვები იყვნენ - 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. და-ძმა. მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობები მიიღეს.
გარდა ამისა, დაბომბვისას ამავე სოფელში მოხუცი ქალი დაშავდა - ის საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - წერს კირილენკო.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.