ბექა ლილუაშვილი - ამომრჩევლის დიდი ნაწილი იმიტომ უჭერს მხარს "ქართულ ოცნებას" არჩევნებზე, რომ მათ აქვთ ობიექტური განცდა და შიში - "ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება ხელისუფლებაში დაბრუნდეს (ვიდეო)
“ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უჭერს მხარს "ქართულ ოცნებას" არჩევნებზე, რომ მათ აქვთ ობიექტური განცდა და შიში, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ეს არის “ოცნების” ელექტორალური ქცევის ფსიქოტიპი. „ქართული ოცნების“ ელექტორალური გათვლა ნიშნავს ამ პოლიტიკური საფრთხობელის შექმნას. მარტივია ამის ინტერპრეტაცია - ყველაფერი, რაც აძლიერებს ან ქმნის ილუზიას, რომ აძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი ორად აძლიერებს „ქართულ ოცნებას”.
თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების ილუზიის შექმნა „ქართულ ოცნებას“ ერთი ორად აძლიერებს, ქმნის თუ არა ბუნებრივ პარტნიორულ განცდებს ამ ორ სუბიექტებს შორის?”
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.