Jump to content
Planeta.Ge

უკრაინამ კასეტური ბომბების გამოყენება დაიწყო რუსების სანგრების წინააღმდეგ – WaPo


უკრაინულმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური ბომბების გამოყენება, იტყობინება „ვაშინგტონ პოსტი“ უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

გამოცემის ანონიმური წყაროს თქმით, კიევი ამ ბომბებს იყენებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე, რუსული ძალების კარგად გამაგრებული პოზიციების შესარყევად. კერძოდ კი, ბომბების მიზანია დაანგრიოს რუსების სანგრები, საიდანაც ისინი უკრაინელთა წინსვლას აფერხებენ.

ვაშინგტონმა შვიდ ივლისს დაადასტურა, რომ უკრაინელებისთვის კასეტური ბომბების გადაცემას გეგმავს. ერთ კვირში, 14 ივლისს, კიევში დაადასტურეს მათი მიღება. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საკუთარ ტერიტორიაზე მტრის წინააღმდეგ ასეთი შეიარაღების გამოყენება სამართლიანია.


კასეტური ბომბების აკრძალვის შეთანხმება რატიფიცირებულია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, მთელ დასავლეთ ევროპაში. თუმცა შეთანხმებაზე ხელი არ აქვთ მოწერილი რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...