Jump to content
Planeta.Ge

აშშ-მ დაასანქცირა „იუნისტრიმი“, რომელსაც რუსები ფულადი გადარიცხვებისთვის იყენებდნენ


აშშ-მ რუსულ ბანკ „იუნისტრიმს“ და ამავე სახელის ფულადი გადარიცხვების სისტემას სანქციები დაუწესა.

„იუნისტრიმი“ იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა რუსეთიდან ფულის გადარიცხვისთვის, იტყობინება რუსული მედია.

„ნეტგაზეთის“ დაკვირვებით, საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა იყო ფულის გადმორიცხვისთვის. მიუხედავად „იუნისტრიმის“ სანქცირებისა, რუსეთიდან ფულის გადმორიცხვა შესაძლებელი რჩება, მაგალითად, „ზოლოტაია კარონას“ სისტემით.

თავად „იუნისტრიმში“ ამბობენ, რომ შეიმუშავეს „ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს, ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს შეუფერხებელი მუშაობა პარტნიორებთან“. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს გადაწყვეტილება, ნათქვამი არ არის.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...