Jump to content
Planeta.Ge

ევროპარლამენტარები ევროპულ სტრუქტურებს მორგოშიას სანქცირებისკენ მოუწოდებენ


ევროპარლამენტართა ჯგუფი ძალადობრივი დაჯგუფების, ალტ-ინფოსა და მისი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი წერილით მათ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართეს.

 

 

„მტკიცედ მოგიწოდებთ , მიიღოთ ყველა საჭირო ნაბიჯი თბილისში LGBTIQ – ჰომოფობიურ თავდასხმების უმაღლესი ხარისხით დასაგმობად. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მიზანმიმართული სანქციებისკენ ალტ-ინფოს ჯგუფისა და მის მიღმა მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ.“ – ვკითხულობთ ევროპარლამენტარების წერილში.

ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების და უწყებების მარცხმა დაეცვათ თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება ორგანიზატორების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: მარკ ანგელი, კიმ ვან სპარენტაკი, მარია ვალში, პიერ კარლესკინდი, მალინ ბიორკი და ფაბიო მასიმო კასტალდო.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...