Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის დაზვერვა - ოკუპანტები მძიმე იარაღის გამოყენებით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავენ


ოკუპანტები მძიმე იარაღის გამოყენებით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

“შესაძლოა უახლოეს პერიოდში ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მორიგ შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავდნენ.

ამ მიზნით “ეფესბეს” “სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი” საოკუპაციო კონტინგენტის პირად შემადგენლობაში უკრაინის უსაფრთხოების ძალების თითქოსდა მომზადების და ელექტროსადგურის დაცვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს”, - წერია განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპანტების სპეცსამსახური ამტკიცებს, რომ ივლისის ბოლოს ატომური ელექტროსადგურის “შტურმი” მოხდება, რომელშიც “საშტურმო ჯგუფები” და დაუსახელებელი “უკრაინის მოხალისეობრივი შეიარაღებული ჯგუფები” მიიღებენ მონაწილეობას.

უკრაინის დაზვერვას მიაჩნია, რომ ასეთი ინფორმაციის ტირაჟირება ოკუპანტების მიერ “სხვისი დროში ქვეშ” ოპერაციის მომზადებაზე შეიძლება მეტყველებდეს, რაც ზაეს-ზე მასშტაბურ ავარიას გამოიწვევს.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...