Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების მოთხოვნა არასწორია და წერტილი! - მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ არ შეიძლება 24/7-ზე „ნაცმოძრაობის“ მხრიდან პოლიტიკური დღის წესრიგი ეს იყოს


მსუბუქად რომ ვთქვა, საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების მოთხოვნა არასწორია და წერტილი! - მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ არ შეიძლება 24/7-ზე „ნაცმოძრაობის“ მხრიდან პოლიტიკური დღის წესრიგი ეს იყოს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.

ბუჩუკურის შეფასებით, „ქართული ოცნება" სწორედ ამით იკვებება და ურჩევნია, სააკაშვილზე ილაპარაკოს, ვიდრე იმაზე, თუ რატომ გაუშვა საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა იმისა, რომ ნატო-ს სამიტზე პროგრესს მიგვეღწია.

„ქართულ ოცნებას“ ურჩევნია, ამის ნაცვლად, სააკაშვილსა და ლობისტურ კამპანიაზე ისაუბროს. სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ ჩემთვის ეს თემა საინტერესო არ და ვერ იქნება. შეიძლება ვიღაც თვლის, რომ თუ საქართველოს დასანქცირდება, ამით ხელისუფლება დასუსტდება, მაგრამ სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ზიანდება“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...