ხანდახან ისე ჩანს, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, არ მიიღონ კანდიდატის სტატუსი – კუბილიუსი
ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, დარწმუნებული არაა, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს.
ევროპარლამენტარის თქმით, ამის ვარაუდის საფუძველს მას აძლევს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები. ამის შესახებ ანდრიუს კუბილიუსმა „ფორმულასთან“ განაცხადა.
ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული საკითხია.
„ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმედ იტანჯება ციხეში, ამიტომ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, მმართველ პარტიას, რომ გამოიჩინონ ჰუმანურობა, არ ვილაპარაკებ სამართლის პოლიტიზებაზე, მაგრამ საკითხი უბრალოდ ჰუმანიტარულია. ვნახე, როგორ გაბრაზდნენ მმართველი პარტიის ლიდერები ჩვენი მიმართვის შემდეგ, მათ შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, ასევე, პრემიერ-მინისტრიც ძალიან გაბრაზდა ევროპარლამენტარებზე – ეს მათი მხრიდან არ მიკვირს, თუმცა ასეთი საქციელი ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ველით ქვეყნისგან, რომელიც ისწრაფვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.
ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობას ნამდვილად სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ხანდახან ისე ჩანს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, არ მიიღონ კანდიდატის სტატუსი, მათი ყოველდღიური ქმედებები ოპოზიციის, მედიისა თუ უმცირესობების ჯგუფების მიმართ აჩვენებს, რომ თითქოს ცდილობენ დაარწმუნონ ევროკავშირი, რომ არ მისცენ საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.