Jump to content
Planeta.Ge

ომბუდსმენის შეფასება ყვარელში ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლისას შსს-ს ქმედებებზე


სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, 2023 წლის 15 იანვარს შსს-ს წარმომადგენლებმა არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება და არ უზრუნველყეს ლევან ბერძენიშვილის ლექციის უსაფრთხოება.

ამის შესახებ ლევან იოსელიანი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილ წერილში წერს. იოსელიანი განმარტავს, რომ აპარატი აქტიურად ადევნებს თვალს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობას:

„მსგავსი მონიტორინგის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის 15 იანვარს ყვარელში ლევან ბერძენიშვილს მოქალაქეთა ჯგუფმა არ მისცა ლექციის ჩატარების შესაძლებლობა. წინამდებარე საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ინციდენტის მართვისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ შეუსრულებიათ მათი პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეეწყოთ ლევან ბერძენიშვილის მხრიდან გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობისთვის.“

აპარატი მიმართავს წინადადებით სამინისტროს, მომავალში გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება უფლებით სრულფასოვნად სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

15 იანვარს ყვარლის „ევრო კლუბში“, სადაც ფუნქციონირებს „ამერიკული კუთხე“, ლევან ბერძენიშვილის ლექცია ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაშალეს.

სრულად ეს წერილი იხილეთ ამ ბმულზე.


15 იანვარს ყვარლის „ევრო კლუბში“, სადაც ფუნქციონირებს „ამერიკული კუთხე“, ლევან ბერძენიშვილის ლექცია უნდა გამართულიყო, რომელიც ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაშალეს.
უსაფრთხოების ზომების გამო, ორგანიზატორებს მოუწიათ, ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაეუქმებინათ. მიზეზი იქ შეკრებილი უცხო პირები იყვნენ, რომლებმაც გზა გადაკეტეს.
როგორც შეხვედრის ორგანიზატორმა, ნიკა გურინმა უთხრა ნეტგაზეთს, უცხო პირები ნახევარი საათით ადრე “კოორდინირებულად” მივიდნენ იმ ადგილას, სადაც ლექცია უნდა გამართულიყო და შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს: “ისინი იდგნენ და ეუბნებოდნენ, რატომ მიდიხარ, არ გრცხვენია, რომ მიდიხარო?! ძირითადად ბავშვებს ეუბნებოდნენ ამას. როდესაც ბატონი ლევანი მოვიდა, ფიზიკურად ვერ შემოვიყვანეთ, რადგან შემოსასვლელში იდგნენ…იძახდნენ, ჩვენ ერეკლეს შვილიშვილები ვართო, ახსენებდნენ, თითქოს ლგბტ სწავლებისთვის იყო ჩამოსული.მსგავს მანიპულაციებსა და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ“, – განაცხადა ნიკა გურინმა.პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მარტინენკო აცხადებს, რომ ლევან ბერძენიშვილს ყვარელში ლექცია ჩაუშალეს “ალტ-ინფო – კონსერვატიული მოძრაობის” კახეთის განყოფილების წევრებმა.წაიკითხეთ ასევე:

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...