რუსმა მწერალმა შენდეროვიჩმა საქართველოში არშემოშვების გამო სასამართლოს მიმართა
პუტინის კრიტიკოსი, ცნობილი რუსი ჟურნალისტი და მწერალი, ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არშემოშვების გამო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ მან თავად დაწერა Facebook-ზე.
„თვე-ნახევრის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ შემომიშვა ქვეყანაში, მიზეზების ახსნის გარეშე. ჩაიშალა ჩემი ორი წარმოდგენა თბილისსა და ბათუმში. გადავწყვიტე შანსი მივცე ძვირფას საქართველოს სახელმწიფოს, გამოასწოროს ეს შეცდომა და სარჩელი შევიტანე”, – დაწერა შენდეროვიჩმა.
ამის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ვიქტორ შენდეროვიჩის უფლებადამცველიც მარია არხიპოვაც. ის ამბობს, რომ ადმინისტრაციული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 ივლისს შეიტანეს.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.