ანდრეი ერმაკი - მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ რუსეთის ფედერაციის მიზანს შიმშილი და ადამიანების დაღუპვა წარმოადგენს - მათ ლტოლვილთა ნაკადები სჭირდებათ, რათა დასავლეთი დაასუსტონ
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთის მიერ ოდესასა და მიკოლაევზე რაკეტების და „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ტერორისტი ქვეყანა უკრაინის სურსათის ექსპორტისგან დამოკიდებულ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მსოფლიოს მასშტაბით კი, ასეთი ადამიანების რაოდენობა 400 მილიონს აღწევს.
მან ასევე ეფექტური მუშაობისთვის უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს მადლობა გადაუხადა.
„მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ რუსეთის ფედერაციის მიზანს შიმშილი და ადამიანების დაღუპვა წარმოადგენს. მათ ლტოლვილთა ნაკადები სჭირდებათ, რათა დაასუსტონ დასავლეთი“, - განაცხადა ერმაკმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.