Jump to content
Planeta.Ge

დმიტრო კულება - გაერო-ში სასწრაფო კონსულტაციებს ვაწარმოებ - ყველაფერს ვაკეთებთ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შესანარჩუნებლად


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის გასვლის შემდეგ გაერო-ში „სასწრაფო კონსულტაციებს“ მართავს.

„ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, ნიუ-იორკში სასწრაფო კონსულტაციებს ვაწარმოებ გაერო-ში ჩვენს პარტნიორებთან რუსეთის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შემდეგ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ,“ - დაწერა კულებამ „ტვიტერზე“.

მისი თქმით, რუსეთი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხეში აყენებს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შესანარჩუნებლად“, - აღნიშნა კულებამ.

შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებამ გუშინ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებს.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...