Jump to content
Planeta.Ge

კარლოს ალკარასი უიმბლდონის გამარჯვებულია - რამდენი გამოიმუშავა ჩოგბურთელმა?


2023 წლის უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირი კაცებში დასრულდა. ესპანელმა ამომავალმა ვარსკვლავმა, 20 წლის კარლოს ალკარასმა ფინალში ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად მიჩნეული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და პრესტიჟული გათამაშება პირველად მოიგო.

ნერვიული სტარტისა და პირველ სეტში მარცხის შემდეგ, ესპანელმა თამაშში დაბრუნება შეძლო და 4 საათიანი და 42 წუთიანი მატჩი, საბოლოოდ, მისი გამარჯვებით დასრულდა. უიმბლდონის 4-გზის ჩემპიონისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ეს მატჩი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რამეთუ შანსი ჰქონდა, რეკორდული 24-ე გრანდ სლემის ტიტული მოეგო. თუმცა ახალი და ძველი თაობის დაპირისპირებაში გამარჯვება ახალგაზრდა ალკარასმა მოიპოვა.

ამ წლის უიმბლდონი რეკორდული საპრიზო ფონდით, 44.7 მილიონი გირვანქა სტერლინგით გამოირჩეოდა. ეს წინა წლის საპრიზო თანხაზე, 40 მილიონზე 10.8%-ით მეტია.

 

პირველ ადგილზე გასულ ალკარასს 2.35 მლნ გირვანქა სტერლინგი ერგო (წინა ტურინირის საპრიზო თანხაზე 17.5%-ით მეტი), მეორეადგილოსან ჯოკოვიჩს კი 1.18 მლნ გირვანქა სტერლინგი (წინა ტურნირის საპრიზო თანხაზე 11.9%-ით მეტი). ნახევარფინალისტებს, დანილ მედვედევსა და იანიკ სინერს 600,000 გირვანქა სტერლინგი ერგოთ.

ცნობისთვის, საპრიზო თანხა იმ მოთამაშეებისთვის, რომლებმაც უიმბლდონის მეორე ან პირველ წრეს მიაღწიეს, შესაბამისად, 85,000 და 55,000 გირვანქა სტერლინგია.

 
kaxi-1653897193.jpg
ავტორი:
კახი ჩაკვეტაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...