ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ფედერაციის გარეშეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შავი ზღვის დერეფნის მუშაობისთვის - ჩვენ არ გვეშინია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შავი ზღვის დერეფანმა რუსეთის ფედერაციის გარეშეც შეძლოს მუშაობა.
მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა გაეროს და თურქეთის ხელისუფლებას უკრაინის ინიციატივის გაგრძელების შესახებ.
"რუსეთის ფედერაციის გარეშეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შავი ზღვის დერეფნის მუშაობისთვის. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ გვაქვს კავშირი გემების მფლობელებთან და თუ თურქეთი გაატარებს, ისინი მზად არიან, გააგრძელონ მარცვლეულის მიწოდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ მარცვლეულთან დაკავშირებით ორი შეთანხმება არსებობდა - უკრაინა, თურქეთი, გაერო და რუსეთი, თურქეთი, გაერო და ამ შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი ანტონიუ გუტერეშთან და პრეზიდენტ ერდოღანთან დადებულ პირობას არღვევს.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.