Jump to content
Planeta.Ge

ზელენსკის თქმით, უკრაინა მარცვლეულის ტრანსპორტირებას რუსეთის გარეშე განაგრძნობს


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, განაგრძოს „მარცვლეულის შეთანხმების“ მოქმედება რუსეთის გარეშეც და საპასუხო სიგნალებს გაუგზავნის შეთანხმების შუამავლებს — თურქეთსა და გაეროს.

„გვქონდა ორი შეთანხმება: უკრაინა, თურქეთი, გაერო; მეორე – რუსეთი, თურქეთი, გაერო. ასე რომ, როცა რუსეთი ამბობს, რომ [შეთანხმებას] წყვეტს, იგი წყვეტს შეთანხმებას გაეროს გენმდივან გუტიერეშთან და პრეზიდენტ ერდოღანთან, ჩვენთან — არა. ჩვენ მათთან არანაირი შეთანხმება არ გვქონია“, – აღნიშნა მან უცხოელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

ზელენსკის თქმითვე, მან უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, ოფიციალური სიგნალები გაუგზავნონ გაეროსა და თურქეთს, რათა უკანასკნელებმა დაადასტურონ, რომ მზად არიან ინიციატივის გასაგრძელებლად.

„რუსეთის გარეშეც ყველაფერი უნდა ვაკეთოთ შავი ზღვის კორიდორის გამოსაყენებლად. არ გვეშინია. მოგვმართეს კომპანიემა, რომლებიც ფლობენ ხომალდებს. გვითხრეს, რომ თუ უკრაინა [პორტებიდან] გაუშვებს, თურქეთი კი [ბოსფორის სრუტეში] გაატარებს, ყველა მზადაა განაგრძოს ხომალდის ტრანსპორტირება“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.


რუსეთმა 17 ივლისს განაცხადა, რომ წყვეტს მონაწილეობას შეთანხმებაში, ვინაიდან სხვა მხარეები მის პირობებს არ იცავენ. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეთანხმებას მოსკოვი მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ის პუნქტები შესრულდება, რომელიც რუსეთს ეხება.

გაეროსა და თურქეთის მედიაციით მიღწეული შეთანხმება გულისხმობს შავი ზღვის უსაფრთხოების კორიდორს უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების ტრანსპორტირებისთვის. რუსეთმა 29 ოქტომბერს შეაჩერა შეთნხმებაში მონაწილეობა და მიზეზად დაასახელა უკრაინული მხარის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმა.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, საზღვაო პორტების გახსნა და შავ ზღვაში გადაადგილება გლობალური მნიშვნელობის საკითხად იქცა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...