Jump to content
Planeta.Ge

პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ დავუწესეთ რუსეთს სანქციები - ველოდებით, რომ ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან


რუსეთის სასტიკი, გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, შეგვეზღუდა მიმოსვლა, კონტაქტები - ველოდებით, რომ ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორი არის ევროკავშირის პოზიცია, როცა საქმე ეხება რუსეთთან კონტაქტებს, რუსეთთან ფრენებსა და რუს ტურისტებს. რუსეთის სასტიკი, გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, შეგვეზღუდა მიმოსვლა, კონტაქტები. ამის გამო ნამდვილად ვწუხვართ, არ გვინდოდა, ეს მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ უნდა გვემოქმედა და ერთადერთი გზა ომის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად, რუსეთზე ზეწოლის განხორციელებაა და ასევე იმის უზრუნველყოფაა, რომ რუსეთი ძალიან დიდ საფასურს იხდის უკრაინაში უწყვეტი საშინელი ქმედებებისთვის. სწორედ ამიტომ შემოვიღეთ სანქციები, ამიტომ არის ძალიან რთული რუსებისთვის ევროპაში ჩამოსვლა. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა – საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით თანამოაზრე ქვეყნები, განსაკუთრებით ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...