მაია კახნიაშვილი - ზესტაფონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებს როგორც იქნა ეღირსათ სათამაშოები 21-ე საუკუნეში
ზესტაფონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებს როგორც იქნა ეღირსათ სათამაშოები. 21-ე საუკუნეში საბავშვო ბაღში რომ სათამაშოს ქონა გაგიხარდება ადამიანს, იქ კომენტარიც ზედმეტია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ზესტაფონის საკრებულოს წევრი მაია კახნიაშვილი წერს.
მისივე განცხადებით, პარტია საკრებულოს ყველა სხდომაზე აყენებდა საკითხს საბავშვო ბაღებში არსებულ პრობლემების შესახებ.
"კერძოდ: ინვენტარის (თეფშები, ლამბაქები და ფინჯნები), სათამაშოების და ჰიგიენური საშუალებების არ ქონის შესახებ. მიხარია, თუკი ჩემი აქტიურობით, ნაწილობრივ მაინც შევძელი აღნიშნული პრობლემების ადრესატამდე მიტანა და მათი გადაჭრა. საბავშვო ბაღებისთვის შეძენილი იქნა სათამაშოები, რაც მრავალი წელია არ მომხდარა. თუმცა ამით არ მთავრება. წინ ბევრი სასიკეთო საქმე გველოდება.", - წერს კახხნიაშვილი.

0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.