გარდაიცვალა მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი
პარიზში გარდაიცვალა ბრიტანელ-ფრანგი მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი, რომელიც 76 წლისა იყო. ამის შესახებ იტყობინებიან Le Parisien-ი და BFMTV.
მედიის თანახმად, ბირკინი მკვდარი ნახეს თავის ბინაში.
მაისის ბოლოს მან გააუქმა ყველა კონცერტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ აპირებდა სცენაზე დაბრუნებას.
ჯეინ ბირკინი 1946 წელს დაიბადა ლონდონში. პირველ ფილმში ის 1965 წელს გადაიღეს. 1969 წელს რეჟისორმა პიერ გრიმბლიმ ის მთავარ როლში ათამაშა „სლოგანში“, რომელშიც ასევე მთავარი როლი შეასრულა სერჟ გენსბურმა, რომელიც მისი პარტნიორი გახდა.
1969 წელს ბირკინი პარიზში გადასახლდა და გენსბურთან ერთად ჩაწერა სიმღერა „მიყვარხარ... არც მე,“ რომელიც პოპულარული გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანმა დაგმო, ხოლო "ბიბისიმ" აკრძალა, დიდხანს რჩებოდა ჰიტებს შორის ზედა ადგილებზე.
თავისი შემოქმედებითი კარიერის მანძილზე ბირკინი გადაიღეს 70-ზე მეტ ფილმში და ჩაწერა 10-ზე მეტი მუსიკალური ალბომი.
კომპანია Hermès-მა 1981 წელს გამოიყენა მსახიობის გვარი და შექმნა ლეგენდარული ჩანთა Birkin-ი, რომლის ვარიაციები მსოფლიოში ქალის ყველაზე ძვირ ჩანთებს შორის არის.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.