Jump to content
Planeta.Ge

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში გზები და სახლები დაიტბორა


უხვი ნალექის გამო ქუთაისში საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. ადგილობრივი მედიის “ქუთაისიპოსტის” ცნობით, ძლიერი წვიმის გამო, ქუთაისის იუსტიციის სახლიც დაიტბორა. ასევე, რამდენიმე ქუჩაზე შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დრომდე გრძელდება წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, უწყების სპეციალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ პრობლემების აღწერა-იდენტიფიცირების მიზნით. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

გარეკანის ფოტო: კადრი “მთავარი არხის” ეთერიდან

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...