Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - „ფეიკების“ ქარხნად გადაიქცა „ქართული ოცნება“ - შეუძლებელია ჩვენი პარტიის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირება


„ფეიკების“ ქარხნად გადაიქცა „ქართული ოცნება“ - შეუძლებელია ჩვენი პარტიის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირება, რადგან საქმეები ლაპარაკის ნაცვლად, მეტყველებს განზრახვებზე. თუ ვინმე სარგებლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებით, ესაა „ქართული ოცნება“, - ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი უმრავლესობის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომელთა წარმომადგენლებიც კახეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენენ“.

ლილუაშვილი აცხადებს, რომ მათთვის „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია წითელი ხაზია.

„ფეიკების ქარხნად გადაიქცა „ქართული ოცნება“ და მისი ზოგიერთი ტელევიზია. თუ ვინმე სარგებლობს „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებებით, მასთან კოლაბორაციით, ესაა „ქართული ოცნება“ და არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ამის. ხელისუფლება გადართულია „ფეიკის“ გავრცელებაზე, თითქოს გახარიას პარტია თანამშრომლობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რამენაირად დაუკავშირონ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტია „საქართველოსთვის“, რაც შეუძლებელია უბრალოდ, რადგან საქმეები ლაპარაკის ნაცვლად მეტყველებს განზრახვებზე. ეს განზრახვები კი ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აირჩიეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად, როცა მოსაკრებლები გაუზარდეს მოსახლეობას, როცა სააკაშვილის შემოყვანით ვინც სარგებელი მიიღო, ეს სწორედ „ქართული ოცნება“ იყო. თუ ვინმე სარგებელს ნახულობს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებით, ესაა „ქართული ოცნება“, ამიტომ ამ ორ ძალას როგორც ერთობლივად, ასევე ცალ- ცალკე უნდა შეეზღუდოს ამ ქვეყნის მომავლით თამაშის საშუალება, ვერ უნდა გადალახოს ერთობლივად 50 პროცენტი მომავალ არჩევნებზე. ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით და მათთან სისტემური კოალიცია - როგორც ერთთან, ისე მეორესთან. „ნაც-ქოცური“ კარუსელი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...