Jump to content
Planeta.Ge

ანა მალიარი - აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება დაიძაბა - ბახმუტის მიმართულებით წინ მივდივართ


უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება გაუარესდა.

„მტერი ორი დღეა ხარკოვის ოლქში კუპიანსკის მიმართულებით აქტიურ შეტევას ახორციელებს, თავდაცვაზე ვართ, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მხარეთა პოზიცია დღეში რამდენჯერმე დინამიურად იცვლება. ბახმუტის მიმართულებით თანდათან წინ მივდივართ. ბახმუტის ირგვლივ სამხრეთ ფლანგზე ყოველდღიური წინსვლაა. ჩრდილოეთ ფლანგზე ვცდილობთ პოზიციების შენარჩუნებას, მტერი თავდასხმას ახორციელებს“, - განაცხადა მალიარმა.

მისი თქმით, რუსული ძალები ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევით მოქმედებებს ახორციელებენ, მაგრამ ფრონტის ხაზი არ იცვლება.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...