ოზურგეთელი ფეხბურთის მსაჯი ქალბატონი, მზეკო შარაშენიძე პარიზში მიიწვიეს
24 წლის სპორტსმენი, ოზურგეთელი მსაჯი, მზეკო შარაშენიძე ახლა პარიზშია.
მასთან ერთად არიან ქართველი მსაჯები, ელენე ელოშვილი და სოფო წულაია. ისინი, ტურნირის ისტორიაში პირველად საქართველოდან მიწვეული იქნენ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც შეჯიბრებები ტარდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში (9- დან 20 წლამდე).
„მოხდა ისე, რომ 22 წლის ოზურგეთელი, მზევინარ შარაშენიძე უკვე გამოცდილი მსაჯია და ფიფას წოდებაზეც ოცნებობს. თუმცა, მას მშობლიურ ოზურგეთში, როგორც ფეხბურთის ფანატიკოს მსაჯს, არ იცნობენ. მზეკოს კი უკვე თვალი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისკენ უჭირავს“, _ წერდა „გურია ნიუსი“ სამი წლის წინ.
მას შემდეგ მზეკო მოტივირებულად წინ მიიწევს საყვარელი საქმის კიდევ უფრო დასაუფლებლად. ახლა კი პარიზშია. სულ გოგოებმა აღნიშნულ ტურნირზე 25–მდე მატჩი იმსაჯეს. მათ შორის, 20- წლამდელთა ნახევარფილი ბიჭებში და 17 წლამდელთა ფინალი გოგოებში.
ასეთი დიდი საერთაშორისო გამოცდილების მიღება, მათ ნამდვილად გამოადგებათ საქართველოში მსაჯობის დროს.
„გურია ნიუსი“ დიდი წარმატებებს უსურვებს მზეკოს და მის კოლეგებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჩვენ მას შევხვდებით და ჩვენს მკითხველებს საინტერესო სტატიას მივაწვდით.
gurianews
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.