Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - ბაკალავრიატის საფეხურზე სულ რეგისტრირებულია 178 450 სტუდენტი, აქედან, ფინანსური დავალიანების გამო, თითქმის 12%-ს სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული - ხელისუფლებას არ აქვს სტუდენტების პრობლემების მოგვარების არავითარი სისტემური ხედვა


მაშინ, როცა ხელისუფლება ეკონომიკური ზრდით იწონებს თავს, ეს ზრდა არ აისახება საზოგადოების მრავალ სეგმენტზე, მაგალითად - არაფერი შეცვლილა სტუდენტებისთვის. უფრო სწორად, შეიცვალა უარესობისკენ - უძრავი ქონების ფასის გაზრდის გამო, მათ ბინის ქირა გაუძვირდათ., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს.

ანა ბუჩუკურის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ 800 000 ამერიკელ სტუდენტს სესხი გაუუქმა., ჩვენთან კი, ხელისუფლებას არ აქვს სტუდენტების პრობლემების მოგვარების არავითარი სისტემური ხედვა.


 
"რა ვითარება გვაქვს საქართველოში ამ კუთხით?
 
ცოტა ხნის წინ განათლების სამინისტროდან მონაცემები გამოვითხოვე და აღმოჩნდა, რომ:
ბაკალავრიატის საფეხურზე სულ რეგისტრირებულია 178 450 სტუდენტი. აქედან ფინანსური დავალიანების გამო, თითქმის 12%-ს სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
ამას ემატება ისიც, რომ „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, სტუდენტების ასაკობრივ კატეგორიაში დასაქმების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ის სტუდენტები კი, რომლებიც ახერხებენ მუშაობას, ხშირად მუშაობა ისეთი გრაფიკით უწევთ, რაც სწავლასთან შეუთავსებელია.
ხელისუფლებას არ აქვს სტუდენტების ამ პრობლემების მოგვარების არავითარი სისტემური ხედვა. ან უფრო მარტივად - პრიორიტეტი არ არის.", - დასძენს ანა ბუჩუკური. 
 
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...