Jump to content
Planeta.Ge

სიმონიანი და სობჩაკი არაფერში გვჭირდება - პოდოლიაკი ეხმაურება ФСБ-ს განცხადებას


უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კომენტარს აკეთებს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც უკრაინა გეგმავდა კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის მკვლელობას.

ამ ინფორმაციას პოდოლიაკი უკრაინის სატელევიზიო ეთერში, ტელემარათონის დროს გამოეხმაურა:

„ისინი აბსოლუტურად არაფერში გვჭირდება. ეს ცხადია. ისინი აბსოლუტურად არაფერზე ახდენენ გავლენას“.

15 ივლისს, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც მათ აღკვეთეს კრემლის პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის მკვლელობა. მკვლელობას ნეონაცისტური ჯგუფი „პარაგრაფი-88“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით გეგმავდა.

ФСБ აცხადებს, რომ ბრალდებული ნეონაცისტები 14 ივლისს მოსკოვსა და რიაზანის რეგიონში დააკავეს:

„მათ დაადასტურეს მკვლელობის მცდელობის მომზადება SBU-ს დავალებით, თითოეული მკვლელობისთვის 1,5 მილიონი რუბლის ჯილდოსთვის“.

მალევე, RT-მ გამოაქვეყნა 18 წლის მოსკოვის მკვიდრის დაკითხვის ამსახველი კადრები. ახალგაზრდა კაცის თქმით, მან შექმნა ნეონაცისტური ჯგუფი Paragraph-88 და მასში არასრულწლოვნები ჩაერთნენ. ჯგუფის შექმნის შემდეგ კი მას დაუკავშირდნენ უკრაინის სპეცსამსახურები, რომლებმაც შეუკვეთეს სიმონიანისა და სობჩაკის მკვლელობა.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...