ეფ-ეს-ბე ირწმუნება, რომ სობჩაკის და სიმონიანის მკვლელობა აღკვეთა
რუსეთის ეფ-ეს-ბე ირწმუნება, რომ დააკავა ნეონაცისტური ორგანიზაციის წევრები, რომლებიც პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანის და ტელეწამყვან ქსენია სობჩაკის მკვლელობას გეგმავდნენ.
მოსკოვი ტრადიციულად აცხადებს, რომ ამ დანაშაულის უკან კიევი იდგა და უკრაინის სპეცსამსახურები თვითეული მკვლელობისთვის დაკავებულებს გარკვეულ თანხას ჰპირდებოდნენ. ეფ-ეს-ბე-ს განცხადებით, დაკავებულებმა ბრალი “აღიარეს”.
თუმცა გამოცემა “ინსაიდერი” ნეონაცისტურ გაერთიანებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულებისაგან აღიარებითი ჩვენება ეფ-ეს-ბემ წამების საფუძველზე მიიღო.
“აწამებენ ელექტრო მოწყობილობით, ახრჩობენ, ერთს ხელიც მოტეხეს”, – აცხადებს “ინსაიდერის” წყარო.
რაც შეეხება უკრაინასთან თანამშრომლობის ბრალდებას, დაკავებულების თანამოაზრე ამბობს, რომ ისინი ამ ომში უკრაინის მხარეს არ არიან და კონკრეტულად ის ადამიანები, ვისაც ეფ-ეს-ბე ტერაქტებს ედავება, არასდროს ყოფილან უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა “ზოგიერთ ჩვენგანს ჰყავს უკრაინელი მეგობრები”.
ეფ-ეს-ბე ირწმუნება, რომ დაკავებულებს ჩხრეკისას ავტომატები და სხვა სახის იარაღი აღმოაჩნდათ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.