Jump to content
Planeta.Ge

მაღალი ტემპერატურის გამო იტალიის 15 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა


ევროპის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა. BBC-ის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულებს იტალიის სამხრეთ რეგიონებში მიაღწია, სადაც 15 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს ქუჩაში გასვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.

მეტეოროლოგების პროგნოზით, მომდევნო კვირაში იტალიაში ქვეყნის ისტორიაში რეკორდული ტემპერატურა, 48.8 გრადუს ცელსიუსი დაფიქსირდება. მედიის ინფორმაციით, მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში ტყის ხანძრები გამოიწვიოს.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...