Jump to content
Planeta.Ge

ვალერი ზალუჟნი - საკუთარი ხალხის გადასარჩენად, რატომ უნდა ვეკითხებოდე ვინმეს ნებართვას, თუ რა ვაკეთო მტრის ტერიტორიაზე? - ჩვენი გადასაწყვეტია როგორ მოვკლათ მტერი, თუ პარტნიორებს თავიანთი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ


ომში მტრის მის ტერიტორიაზე მოკვლა შეიძლება და საჭიროა კიდეც, თუ პარტნიორებს თავიანთი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემის თანახმად, ზალუჟნი ახლა საკუთარი თავის წინაშე აყენებს კითხვას: “როგორ შემცირდეს დანაკარგები? როგორ შემიძლია შევამცირო დანაკარგები?”

ზალუჟნის თქმით, შეიარაღების უკმარისობის, დასავლური ავიაციის არმიწოდებისა და შორი მანძილის რაკეტების გამოყენებაზე მოკავშირეების პირობები გამო “უკრაინის შეიარაღებული ძალები საზღვარს მიღმა ხშირი დარტყმებისთვის უკრაინული წარმოების იარაღს იყენებენ, რომლებსაც კიევი ოფიციალურად არასდროს არ აღიარებს”.

“საკუთარი ხალხის გადასარჩენად, რატომ უნდა ვეკითხებოდე ვინმეს ნებართვას, თუ რა ვაკეთო მტრის ტერიტორიაზე? რატომღაც უნდა ვფიქრობდე, რომ იქ არაფრის გაკეთების უფლება არ მაქვს. რატომ? იმიტომ რომ პუტინი… ბირთვულ იარაღს გამოიყენებს? ბავშვებს, რომლებიც კვდებიან, ეს არ აინტერესებთ…

ეს ჩვენი პრობლემაა, და ჩვენი გადასაწყვეტია როგორ მოვკლათ ეს მტერი. ომში შეიძლება და საჭიროა [მტრის] მის ტერიტორიაზე მოკვლა. თუ ჩვენს პარტნიორებს საკუთარი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ. მაგრამ მხოლოდ იმდენის, რამდენიც საჭირო იქნება”, - განაცხადა ზალუჟნიმ.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...