ნათია მეზვრიშვილი - სიმბოლურია, რომ "ოცნება", არჩევნების „მოგებაზე“ (სინამდვილეში კი გაყალბებაზე) საზოგადოების შემზადებას ელიტური კორუფციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის - კალაძის პირით ახდენს
სიმბოლურია, რომ ოცნება არჩევნების „მოგებაზე“ (სინამდვილეში კი გაყალბებაზე) საზოგადოების შემზადებას ელიტური კორუფციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის - კალაძის პირით ახდენს., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში, შეუძლებელია ქვეყანაში, რომლის მოქალაქეების 89% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, არჩევნები მოიგოს ანტი-დასავლურმა ხელისუფლებამ, რომელმაც ერთი ადამიანის ინტერესის გამო, ისტორიულ არჩევანს - ევროპას და ნატოს დაგვაშორა და მიზანმიმართულად დაგვაახლოვა ოკუპანტ მტერთან.
"გარდა ამისა, აგუგუნებენ ელიტურ, პოლიტიკურ კორუფციას; დაიმორჩილეს ყველა ინსტიტუტი, რომელსაც არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია; ორგანიზებული ძალადობის რეპეტიციებს გადიან.
რა თქმა უნდა, ამ ფონზე ოცნების მიერ 50%+ აღება მხოლოდ არჩევნების გაყალბებითაა შესაძლებელი. ამიტომ, როცა ისინი გვეტყვიან, რომ „მოვიგებთ“, უნდა გვახსოვდეს, რომ გულისხმობენ „გავაყალბებთ“. მათი გათვლაა ხელისუფლებაში დარჩენა რუსეთთან სიახლოვით და არჩევნების გაყალბებით.
მაგრამ ავიწყდებათ, რომ რუსეთი მარცხდება (ირანის და ბელარუსის გარდა მოკავშირე არ დარჩა) და საქართველოს მოქალაქეებმა ამ ყველაფრის მიუღებლობა მარტში უკვე აჩვენეს. შესაბამისად, ოცნების მარცხი გარდაუვალია - მთავარია, ხელისუფლების განზრახვების სწორად შეფასება, არჩევნებზე მაღალი მონაწილეობა და თანმიმდევრული პოლიტიკა (ისეთი არა ზოგიერთი პოლიტიკოსი სკამისთვის დღეს რომ ერთთან ერთიანდება, ხვალ - მეორესთან, ზეგ მესამესთან და საბოლოოდ ოცნებას აძლიერებს).", - წერს მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.