Jump to content
Planeta.Ge

დმიტრო კულება ნატო-ს სამიტზე - ცუდია, რომ „კვანტური ნახტომი“ არ გააკეთეს, თუმცა ეს ნახტომი გარდაუვალია და მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გვგონია - დახურულ კარს მიღმა ყველა მშვიდად ამბობს: „არ ინერვიულოთ, იქნებით ნატო-ს წევრი“


ეს იყო სამიტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაც არის ოფიციალური გადაწყვეტილებებისა და ოფიციალური განცხადებების ტექსტში, არამედ ისიც, რაც იყო კულისებში და ფუნდამენტური განსხვავება იყო არა მხოლოდ 2008 წლის ბუქარესტის სამიტს შორის, რომელსაც ყველა ადარებს ვილნიუსს, არამედ მადრიდის სამიტს შორისაც კი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„კმაყოფილი არ ვარ მხოლოდ ერთი მომენტით, რომ თავად სამიტის კომუნიკეს ტექსტი არ შეიცავს მკაფიო სიტყვებს, რომ უკრაინა მიწვეულია გაწევრიანებისთვის, პირობითად, ხვალ იქნება მიწვეული, მაგრამ ეს იყო სამიტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაც არის ოფიციალური გადაწყვეტილებებისა და ოფიციალური განცხადებების ტექსტში, არამედ ისიც, რაც იყო კულისებში და ფუნდამენტური განსხვავება იყო არა მხოლოდ 2008 წლის ბუქარესტის სამიტს შორის, რომელსაც ყველა ადარებს ვილნიუსს, არამედ მადრიდის სამიტს შორისაც კი“, - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, უკრაინა იმაზე ადრე გახდება ალიანსის წევრი, ვიდრე ამას ელიან.

„ჩვენ გადავლახეთ ფსიქოლოგიური ბარიერი და ვხედავ, რომ უკრაინა ნამდვილად განიხილება, როგორც ნატოს წევრი. ცუდია, რომ „კვანტური ნახტომი“ არ გააკეთეს, მაგრამ, მეორე მხრივ ვხედავ, რომ ეს „კვანტური ნახტომი“ გარდაუვალია და მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გვგონია. იმიტომ, რომ შიგნით, დახურულ კარს მიღმა ყველა მშვიდად ამბობს: არ ინერვიულოთ, საკითხი მოგვარებულია, იქნებით ნატო-ს წევრი“, - აღნიშნა კულებამ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...