Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - მისი მიზანი, ვინც ოპოზიციის გაერთიანებებზე ლაპარაკობს, “ოცნების“ დამარცხება კი არა, მომავალ პარლამენტში თავისი ადგილის განაღდებაა


დღეს, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ვინც გაერთიანებებზე ლაპარაკობს, ჩემი სუბიექტური აზრით, მისი ამოცანა და მიზანი “ოცნების“ დამარცხება კი არ არის, არამედ მისი მიზანია, გაინაღდოს თავისი ადგილი მომდევნო მოწვევის პარლამენტში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბარი არის აბსურდული.

„დღეს არ ფიქრობდე საკუთარი პარტიის, მხარდამჭერების გაძლიერებაზე და ამით საერთო ოპოზიციური ხმების გაზრდაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავზე ფიქრობ და პარლამენტში ყოფნაზე. მომდევნო არჩევნებში ე.წ. ბლოკები აღარ არსებობს. პირობითად, თუ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდებიან, ბუნებრივია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ კონკრეტული სუბიექტები იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში, ამიტომ, სხვა ალტერნატივები და ტექნიკური საკითხი არ არსებობს. ეს გულისხმობს ორი პარტიის გაერთიანებას და ერთიანი სიის წარდგენას არჩევნებზე. ამიტომ, არ მესმის რა ტექნიკურ საკითხზეა საუბარი. გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ ერთი სიით ხდება ორი პარტიის წარდგენა. აღარ არსებობს ორივე პარტიის სახელი და ერთ სახელად გარდაიქმნება.

ჩვენ თანამშრომლობას განვიხილავთ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებით, გამოიკვეთება, ვინ უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი, ვინ უნდა შექმნას კოალიცია და ა.შ. ჩემი აზრით, დღეს ამის თაობაზე საუბარი არის აბსურდული“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მან ასევე, განმარტა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ სისტემურ კოალიციას არ აპირებს არცერთ პარტიასთან, მათ შორის არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„სისტემური კოალიცია ნიშნავს ურთიერთვადებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...