Jump to content
Planeta.Ge

შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა


13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცს ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

40 წლამდე კაცი ბათუმში, 11 ივლისს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...