საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების არასწორი უმოქმედობის გამო – გახარია ნატო-ზე
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ნატო-ს ვილნიუსის სამიტს ეხმიანება.
გახარიას თქმით, საქართველო უკრაინას ჩამორჩა ხელისუფლების არასწორი უმოქმედობის გამო.
„ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალურ შესაძლო შედეგს მიაღწია. საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების არასწორი უმოქმედობის გამო. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა. სანამ ქართველი ხალხი ამისთვის იბრძვის, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ“, – წერს გახარია ტვიტერზე.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.