Jump to content
Planeta.Ge

კელი დეგნანი შსს-ს თანამშრომლის, გოგა რაზმაძის საკითხზე - ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს შემთხვევებს - ვიმედოვნებ, რომ მას კონსტიტუციით დაცული უფლებებით სარგებლობის საშუალება ექნება


ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს შემთხვევებს. ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს ამ საკითხს. ვიმედოვნებ, რომ მას კონსტიტუციით დაცული უფლებებით სარგებლობის საშუალება ექნება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შსს-ს თანამშრომლის, გოგა რაზმაძესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ვფიქრობ, ამას სახალხო დამცველიც აკვირდება, რადგან მათი პასუხისმგებლობაა, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურებმა, გამოიძიონ სამართალდამცავების მიმართ პრეტენზიები. ასე რომ, საქართველოში არსებობენ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც პასუხობენ მსგავს პრეტენზიებს და იმედია, რომ მათ ამის გაკეთების საშუალება ექნებათ“, - განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ მის მიმართ „დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობა ხორციელდება“.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში რაზმაძე წერს, რომ დეპარტამენტის კურატორად ალექსანდრე დარახველიძის დანიშვნის შემდეგ, „თანამშრომლები ცენზურას დაექვემდებარნენ, დაიწყო მათი საჯარო პოსტების კონტროლი, რის შემდეგაც მან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა უფროსთან, ასევე მოადგილეებთან, ამის გამო კი, მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დაიწყო“.

რაზმაძის ინფორმაციითვე, ამ მოვლენების ფონზე დეპარტამენტში აუდიტის შემოწმება დაიწყო, რაც, მისივე თქმით, საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. რაზმაძე ამ ფაქტს რეორგანიზაციას უკავშირებს.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...