ჯო ბაიდენი - თავად განსაზღვრო საკუთარი მომავალი - ეს ძვირფასია ყველგან, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა ადგილში, სადაც ხალხი ბრძოლას აგრძელებს, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი
საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ხალხისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსშიც, მოლდოვაშიც, საქართველოშიც. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ლიეტუველი ძმები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჩემპიონები არიან“ უკრაინის უფლების დაცვაში, რომ თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი - ისეთი, რომელიც თავისუფალია.
„ ვინც უფროსები ხართ, სხვებზე უკეთ იცით, თუ რამდენად ძვირფასია უფლება, თავად განსაზღვრო საკუთარი მომავალი… და ეს ძვირფასია ხალხისთვის ყველგან, ყველგან. არა მხოლოდ უკრაინაში - ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა ადგილში, სადაც ხალხი ბრძოლას აგრძელებს იმისთვის, რომ მათი ხმა გაგონილ იყოს. ასე რომ, ამაღამ ყველა თქვენგანისთვის ჩემი "მესიჯია" - გააგრძელეთ, გააგრძელეთ მსოფლიოსთვის იმ იმედის შეხსენება, რომელსაც ლიეტუვა წარმოადგენს, და ეს არის ის, რასაც თქვენ განასახიერებთ ამ ქვეყანაში”, - განაცხადა ბაიდენმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.