შსს-ს თანამშრომლის გოგა რაზმაძის საქმეზე ომბუდსმენმა მოკვლევა დაიწყო
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ინფორმირებულია შსს-ს თანამშრომლის საჯარო განცხადების შესახებ, რომელშიც გოგა რაზმაძე მის მიმართ ზეწოლაზე საუბრობს.
მისივე თქმით, რაზმაძემ მას პირადად მიმართა და სახალხო დამცველის აპარატმა მოკვლევა დაიწყო.
„მომართა სახალხო დამცველის ოფისს, პირადადაც მომმართა და ჩვენ უკვე კვირაზე მეტია დაწყებული გვაქვს ამ საქმის შესწავლა და შესაბამისად შესაბამისი დეპარტამენტი მოიკვლევს ამ საკითხს და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ამის შემდეგ სახალხო დამცველს რა პოზიცია ექნება მის განცხადებასთან დაკავშირებით. ერთ კვირაში ვერაფერი ვერ გამოვლინდება იმიტომ, რომ ამას აქვს თავისი პროცედურა ამ საქმის შესწავლას ამას დრო დასჭირდება. თვითონ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია აპირებს ჩვენთან მოსვლასაც და გასაუბრებასაც შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან” – აცხადებს ლევან იოსელიანი „ტვ პირველის“ ცნობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გოგა რაზმაძე სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე საუბრობს. ამის შესახებ მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა Facebook-ზე.
გოგა რაზმაძე ამბობს, რომ შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში მუშაობს და ამ დეპარტამენტში ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც კურატორად მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა.
ის ასევე წერს, რომ, როდესაც მან თავისი მოსაზრებები დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის მენეჯმენტს, 11 ივლისს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს.
გოგა რაზმაძე ჰყვება, რომ მას სამი საათის განმავლობაში დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ პირობებში „საქმეს ურჩევდა“ შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილი.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.