Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის გამშვებ დანადგარებს და რაკეტებს მიაწვდის


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის გამშვებ დანადგარებს და რაკეტებს მიაწვდის. აღნიშნული განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამები ძალზედ მნიშვნელოვანია რუსეთის ტერორისგან დაცვისთვის და ასევე, საუკეთესო სიგნალია იმის შესახებ, რომ ევროპა უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის სივრცედ დარჩება.

„მადლობას ვუხდი გერმანიას უკრაინის მრავალ და მრავალწლიანი მხარდაჭერის მზადყოფნისთვის. მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამები ყველასთვის საუკეთესო სიგნალია იმის შესახებ, რომ ჩვენი ევროპა უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის სივრცედ დარჩება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...