Reuters - ბრიტანეთი უკრაინას 65 მილიონ დოლარამდე ღირებულების დახმარების პაკეტს მიაწვდის
ი
გაერთიანებული სამეფო უკრაინას 64.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს, რომელიც აღჭურვილობის შეკეთებისა და უკრაინაში სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად იქნება განკუთვნილი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი ტრანშის ფარგლებში, რომელსაც ნატო-ს სამიტზე განიხილავენ, გაერთიანებული სამეფო და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უზრუნველყოფენ Challenger 2-სთვის ათასობით დამატებით საბრძოლო მასალას და 70-ზე მეტ საბრძოლო და ლოგისტიკურ მანქანას. პროგრამებს ნატო-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი დააფინანსებს.
„ნატო-ში გაწევრიანების გზაზე უკრაინის პროგრესის მხარდაჭერა, ფორმალურ, მრავალმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებთან ერთად და ნატო-ს წევრების აბსოლუტური მხარდაჭერა ძლიერ სიგნალს გაუგზავნის პრეზიდენტ პუტინს და ევროპაში მშვიდობას დააბრუნებს“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.