Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი ზელენსკის განცხადებაზე - სიცხადე და გამბედაობა არის საუკეთესო თავდაცვა და გზა მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად


საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი განცხადებით, სიცხადე და გამბედაობა საუკეთესო თავდაცვა და გზაა მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამით სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, ნატო-ს სამიტის კონტექსტში.

„სიცხადე და გამბედაობა, და არა ყოყმანი არის საუკეთესო თავდაცვა და გზა მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის საკითხზე მსჯელობა უკრაინის გარეშე ხდება.

როგორც ზელენსკი აცხადებს, აფასებს მოკავშირეებს, მაგრამ უკრაინა ანალოგიურ პატივისცემას ითხოვს.

„ჩვენ ვაფასებთ ჩვენ მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბარს. უკრაინა ნატოს ვილნიუსის სამიტზე იქნება წარმოდგენილი, რადგან ეს პატივისცემას ნიშნავს, მაგრამ უკრაინა, ასევე, იმსახურებს პატივისცემას. ახლა გზაში მივიღეთ სიგნალები, რომ სამიტზე უკვე დაიწყო მსჯელობა უკრაინის გარეშე.

ეს უპრეცედენტო და აბსურდულია – როდესაც არ არის დადგენილი კონკრეტული დროის ჩარჩოები ნატოში უკრაინის მოწვევისთვის და გაწევრიანებისთვის და როდესაც ამას ემატება რაღაც უცნაური ფორმულირება უკრაინის მოწვევისთვის გარკვეულ „პირობებზე“… ეს ჰგავს იმას, რომ არ არსებობს მზაობა არც უკრაინის მოწვევისთვის და არც მისი გაწევრიანებისთვის ალიანსში ანუ, ნატოში უკრაინის წევრობა რუსეთთან მოლაპარაკებებში ვაჭრობის საგნად რჩება, რუსეთისთვის კი ეს შემდგომი ტერორის გაგრძელების მოტივირების საშუალებას ნიშნავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...