Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ჩავიდა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ჩავიდა, სადაც ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერჰი ნიკიფოროვი ავრცელებს.

მისი თქმით, თვითმფრინავი, რომელშიც ზელენსკი იმყოფებოდა, ვილნიუსში დაჯდა. ასევე, უკრაინული სააგენტოს “ინტერფაქს-უკრაინა” ცნობით, ვილნიუსში ასევე ჩავიდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც.

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ზელენსკი დღეს მხოლოდ ლიდერების ვახშამში მიიღებს მონაწილეობს, ხოლო უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა ოთხშაბათისთვისაა დაგეგმილი.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...