Jump to content
Planeta.Ge

რუსეთში მოკლეს წყალქვეშა ნავის კაპიტანი, რომელიც უკრაინას ბომბავდა


კრასნოდარში მოკლეს სტანისლავ რჟიცკი, იუწყება რუსული მედია. რჟიცკი, ყოფილი მეზღვაური, ამჟამად მუშაობდა სამობილიზაციო სამუშაოების საქალაქო განყოფილების უფროსის მოადგილედ.

უკრაინული მედიის ცნობით, ის იყო ერთ-ერთი იმ წყალქვეშა ნავების კაპიტანთა შორის, საიდანაც 2022 წლის 14 ივლისს უკრაინული ქალაქი ვინიცა დაიბომბა. ამ დარტყმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, რჟიცკი 10 ივლისს, დილით ადრე მოკლეს. უცნობმა პირმა მას ოთხჯერ ესროლა გულ-მკერდისა და ზურგის არეში, რჟიცკი ადგილზევე გარდაიცვალა. ტელეგრამ-არხების ცნობით, სამართალდამცავებმა მისი გაძარცვის მცდელობის ვერსია გამორიცხეს, ვინაიდან ცხედართან მისი ყურსასმენი და „სმარტ-საათი“ აღმოაჩინეს. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დგას მკვლელობის უკან. როგორც წესი, უკრაინის წარმომადგენლები რუსეთში მომხდარ მსგავს შემთხვევებს მიაწერენ ადგილობრივ პარტიზანულ ძალებს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...