ანა ბუჩუკური საპარლამენტო უმრავლესობას - ნატო-სთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო და ამ 2-3 წელში მოახერხეთ, რომ ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ხსენება არ არის
ნატო-სთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო და ამ 2-3 წელში მოახერხეთ, რომ ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ხსენება არ არის, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს სამიტზე უკრაინისთვის უკვე ორი პოლიტიკური შედეგი სახეზეა, ნატო- უკრაინის კომისია გადაკეთდა ნატო-უკრაინის საბჭოდ, რომლის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება სახელმწიფოს მეთაურების დონეზე და ასევე, მკაფიოდ ცხადდება, რომ უკრაინა გასაწევრიანებლად MAP-ს აღარ საჭიროებს.
„2020 წლის სექტემბერში სტოლტენბერგი პირდაპირ ამბობდა, რომ ნატო-სთვის საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, დღეს საქართველოს მოქალაქეები იმაზე ვნერვიულობთ, რომ ჩვენ შეიძლება არც გვახსენონ“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ამასთან, ანა ბუჩუკურმა წუხილი გამოთქვა, რომ სამიტზე მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია წარმოდგენილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.