Jump to content
Planeta.Ge

ძლიერმა წვიმამ იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა


ძლიერმა წვიმამ იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. სტიქიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სათავსოები დატბორა.

ადგილობრივების თქმით, დაუზიანდათ ტექნიკა, ავეჯი, პროდუქტი. წყალმა დახოცა შინაური ფრინველი და გაანადგურა სახნავ-სათესი სავარგულები. მოსახლეობის თქმით, მოსავლის გარეშე დარჩნენ და დახმარებას ითხოვენ.

„ძლიერი წვიმა მოვიდა, მთელი ღამე წვიმდა, დილით წყალი მოვარდა, სახლები და სათავსოები დატბორილია. სახლებში ვერ შევდივართ. განადგურდა ტექნიკა და ავეჯი, დაიხოცა ფრინველი. პირუტყვის გამოყვანაც მოვასწარით. მოსავალიც განადგურდა. ვითხოვთ დახმარებას, ადგილობრივი ხელისუფლება იყო მოსული და წყლის დაკლებას ელოდებიან, რომ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს", - აცხადებენ ადგილობრივები.

გვიან ღამით წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა აეროპორტში. გადაიდო ფრენები. ამ დროისთვის პრობლემები აღმოფხვრილია.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...