Jump to content
Planeta.Ge

გიორგი შარაშიძე - არც ისე შორსაა დრო, როცა ბატონ კალაძეს მოუწევს საკუთარი სიტყვის შესრულება - “თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ პასუხი ვაგო კანონის წინაშე!"


"ვაკის პარკის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, როცა საზოგადოება უიმედოდ ელოდა კალა მერის მიერ მორალური ან პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, რისი ნება და გამბედაობაც, სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა, მან აქცენტი სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე გადაიტანა…
- დღეს, როცა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვით ამ ტრაგედიაში, ვეკითხები ბატონ კალაძეს -
-  რა გააკეთე იმისათვის, რომ სასამართლოს დაედგინა შენი, როგორც მერის პასუხისმგებლობა?
- როგორ გამოავლენდა სასამართლო შენ ბრალეულობას, როცა არც კი დაკითხულხარ?!
- სამწუხაროდ, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ოცნების სასამართლო, იმ ოცნების, რომლის გენერალური მდივანი ბატონი კალაძეა, არ წავიდოდა სწორი გზით და ყველაფერს გააკეთებდა ამ ტრაგედიის მთავარი გამომწვევი მიზეზის - სისტემური პოლიტიკური კორუფციისა და ამ მანკიერი სისტემის შემოქმედების დანაშაულის დასამალად.
- მაგრამ იცოდეს ყველამ, რომ არც ისე შორსაა დრო, როცა ბატონ კალაძეს მოუწევს საკუთარი სიტყვის შესრულება - “თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ პასუხი ვაგო კანონის წინაშე!"
 
გიორგი შარაშიძე - პარტია „საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...