Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - სამართალიც კი შერჩევითია ამ ქვეყანაში: ელიტებისთვის არსებობს, ვიღაცებისთვის არა (ვიდეო)


ივანიშვილის ეჭვი, რომ ვიღაცას დაუსაბუთებელი ქონება გააჩნია, საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამოძიება დაეწყოთ და 4 თვეში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ბრალდება წარედგინათ ადამიანისთვის, მაშინ, როდესაც ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე პარლამენტში უარი განაცხადეს, რადგან წლებია ერთად აკეთებენ ბნელ ოთახში ფულს!, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ, გადაცემაში "პირველი ხაზი" განაცხადა.

 
მისივე თქმით, ”ოცნების” ჩინოვნიკების უმრავლესობას დაუსაბუთებელი ქონება აქვს, ამის გასაგებად საკმარისია მათი დეკლარაციების შესწავლა.

"აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ყველას შემოსავალი და გასავალი დაითვლება, ვის რა ქონება შეეძლო დაეგროვებინა, ან არ დაეგროვებინა", - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

 
სიჭინავას განცხადებით,  ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ქვეყანას აკლია, არის სამართლიანობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, მათ შორის, მართლმსაჯულებაზე.

 
"სამართალიც კი შერჩევითია ამ ქვეყანაში: ელიტებისთვის არსებობს, ვიღაცებისთვის არა.”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...