Jump to content
Planeta.Ge

ნატომ რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმა დაამტკიცა


ნატომ რუსეთის ფედერაციის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმა დაამტკიცა. Reuters-ის ინფორმაციით, აქამდე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გარე შეჭრის წინააღმდეგ მომზადებული მოქმედებათა ალგორითმი არ ჰქონდა.

გამოცემის ინფორმაციით, დღეს ნატოს წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას რეგიონული გეგმების შესახებ, სადაც დაწვრილებით არის გაწერილი, თუ რას მოიმოქმედებს ალიანსი რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ.

აქამდე ამ გეგმების დამტკიცებას თურქეთი ბლოკავდა.

„ათწლეულების მანძილზე ნატო თავდაცვის მსხვილმასშტაბიანი გეგმის საჭიროებას ვერ ხედავდა, რადგან მხოლოდ მცირე საომარი მოქმედები ჰქონდა ავღანეთსა და ერაყში და პოსტსაბჭოური რუსეთიდან რეალურ საფრთხეს ვერ ხედავდა“, - აღნიშნავს გამოცემა, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, ალიანსმა გადახედა თავის პოზიციას და სურს, რომ შესაძლო კონფლიქტის გაჩაღებამდე, წინასწარ ყველა საჭირო გეგმა მომზადებული ჰქონდეს ისეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან, როგორც არის რუსეთი.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი ამ გეგმების დამტკიცებას ისეთი გეოგრაფიული ადგილების ფორმულირების გამო ბლოკავდა, როგორიც, მაგალითად, კვიპროსია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...