ოლაფ შოლცი - შვედეთი ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თურქეთის ევროკავშირში წევრობა კი არ არის ამ საკითხთან დაკავშირებული, ამიტომ ამ ორი თემის ერთად განხილვა სწორად არ მიმაჩნია
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, თურქეთის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არ არის დაკავშირებული ნატოში შვედეთის წევრობასთან.
„შვედეთი ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თურქეთის ევროკავშირში წევრობა კი არ არის ამ საკითხთან დაკავშირებული, ამიტომ ამ ორი საკითხის ერთად განხილვა სწორად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთი ნატოში შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ახალ პირობას აყენებს - თურქეთის ევროკავშირში წევრობა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთი ევროკავშირის კარებთან 50 წელი დგას მაშინ, როცა ნატოს თითქმის ყველა წევრი დღეს უკვე ევროკავშირის წევრია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.