გიტანას ნაუსედა - უკრაინისთვის, რომელიც თითქმის წელიწადნახევარია რუს მონსტრს გმირულად ებრძვის, ნატოში წევრობა არ უნდა გახდეს ჰორიზონტი, რომელსაც, რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო გშორდება - ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის “აბსოლუტურად დარწმუნებულია“ იმაში, რომ ვილნიუსის სამიტზე ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე „ერთობა და მძლავრი გზავნილი“ იქნება.
ასევე, მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტზე ალიანსში შვედეთის გაწევრიანების საკითხზე თურქეთსა და შვედეთის შორის არსებული უთანხმოების მოგვარება არის დაგეგმილი.
„შვედეთმა თურქეთთან ადრე შეთანხმებული პირობები მკაფიოდ შეასრულა და იმედი გვაქვს, რომ ანკარის თავშეკავება ამ საკითხში დაძლეული იქნება“, - განაცხადა ნატოს მდივანმა.
აღნიშნული განცხადება იენს სტოლტენბერგმა ლიეტუვას პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა.
გიტანას ნაუსედას თქმით კი, ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა ძალზედ მნიშვნელოვანია.
„იმ ქვეყნისთვის, რომელიც თითქმის წელიწადნახევარი რუს მონსტრს გმირულად ებრძვის, ალიანსში წევრობა არ უნდა გახდეს ჰორიზონტი, რომელსაც, რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო გშორდება... ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს...“, - განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.