ბერდია სიჭინავა - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური კორუფციის ჭაობში ჩაძირული ხელისუფლების მიერ ზარზეიმით გახსნილ შადრევანში პატარა გოგონა დაიღუპა და ამაზე - პოლიტიკური, ან ადამიანური პასუხისმგებლობა, დღემდე არავის უგრძვნია
ყველას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური კორუფციის ჭაობში ჩაძირული ხელისუფლების მიერ ზარზეიმით გახსნილ შადრევანში პატარა გოგონა დაიღუპა და ამაზე არათუ პოლიტიკური, ადამიანური პასუხისმგებლობაც დღემდე არავის უგრძვნია!, - ამის შესახებ სოოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს.
როგორც სიჭინავა აღნიშნავს, ამ ქვეყანაში, სამართალიც ელიტურია და "მხოლოდ ივანიშვილს და ელიტურ ოჯახებს ემსახურება".
როგორც სიჭინავა აღნიშნავს, ამ ქვეყანაში, სამართალიც ელიტურია და "მხოლოდ ივანიშვილს და ელიტურ ოჯახებს ემსახურება".
"ვერ ვიტყვით, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, მარიტას საქმეზე სამართლიანობა აღდგა:
ვიღაცის 3 წლიანი სასჯელი 14 წლის გოგოს ნამდვილად ვერ გააცოცხლებს და არც იმის გარანტიაა, რომ მომავალში ასეთი შემთხვევისგან ყველა დაზღვეული იქნება!", - წერს ბერდია სიჭინავა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმით 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ბრალდებულიდან 8-ს პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დღეს, 10 ივლისს, გამოაცხადა.

0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.