Jump to content
Planeta.Ge

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 8 პირს პატიმრობა მიუსაჯეს, 1 - გამართლდა


თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმით 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ბრალდებულიდან 8-ს პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დღეს, 10 ივლისს, გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში
განაჩენის გამოცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი, მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.

 

მოსამართლემ გაამართლა მხოლოდ ერთი ბრალდებული - ელექტროშემდუღებელი ვალერი გობეჯიშვილი.

ვალერი გობეჯიშვილი, რომელიც მოსამართლემ გაამართლა
ვალერი გობეჯიშვილი, რომელიც მოსამართლემ გაამართლა

ვაკის პარკის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ ეპიზოდად განიხილება. 9 დაკავებულის საქმის განხილვა მოსამართლემ დაასრულა და სხდომა განაჩენის გამოსაცხადებლად გადადო.

პატიმრობაში იქნებიან:

  • თბილისის მერიის კონტრაქტორ "გრინსერვის+-ის" დირექტორი ლაშა ფურცვანიძე - 6 წელი;
  • თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი - 3 წელი;
  • "გრინსერვისი+-ის" თანამშრომელი დევი კახოიძე - 3 წელი;
  •  „გრინსერვის+-ის“ საქმის მწარმოებელი ბექა მურღვლიანი - 3 წელი;
  • "მშენ-ექსპერტის" დირექტორი ნუგზარ ქიტიაშვილი - 3 წელი და 6 თვე;
  • "მშენ-ექსპერტის" ექსპერტი დავით თუშიშვილი - 3 წელი და 6 თვე;
  • შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი ლაშა ჭიყიტაშვილი - 3 წელი;
  • ელექტროშემდუღებელი გიორგი გობეჯიშვილი - 4 წელი.

პროკურატურამ 9 დაკავებულს ბრალი შემდეგი კვალიფიკაციით წაუყენა:

  • თბილისის მერიის კონტრაქტორ "გრინსერვის+-ის" დირექტორ ლაშა ფურცვანიძეს - უხარისხოდ სამუშაოების შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები), ასევე - ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი);
  • "გრინსერვისი+-ის" თანამშრომელ დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი);
  • შესრულებული სამუშაოების ჩატარების შემმოწმებელ "მშენ-ექსპერტის" დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტ დავით თუშიშვილს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი);
  • თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;
  • შპს „გრინსერვის+-ის“ საქმის მწარმოებელ ბექა მურღვლიანსა და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელ ლაშა ჭიყიტაშვილს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;
  • 2 კერძო ელექტროშემდუღებელს, გიორგი გობეჯიშვილსა და ვალერი გობეჯიშვილს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

“ვაკის პარკის შადრევნის” საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავა, მათ შორის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, "გრინსერვის+-ის" და "მშენ-ექსპერტის" დირექტორები. მოგვიანებით დააკავეს მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი გიგა გიგაშვილიც.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...